ჭობარეთის მიმდებარე ტერიტორიები

Advertisements

უკანონო თევზჭერა, ხე–ტყის მოპოვება და გადამუშავება – კანონდარღვევის ფაქტები ბორჯომში

12440493_1409049885776092_873155835535805974_o.jpgგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდამრღვევს, ბორჯომში, ქვაბისხევის კაშხლიდან მდინარე მტკვარში ჩაშვებული ჰქონდა სახლართი ბადე.  ამოღებული და დალუქულია სახლართი ბადე და მოპოვებული თევზი.
Continue reading

ვეგეტარიანელობა

დღეს დღეობით იშვიათია ოჯახი ხორცს , რომ არ მიირთმევდეს.  განსაკუთრებით ახალ წელს როდესაც  ყველა ოჯახიდან გაისმის ღორის ხმა. ადამიანები იმდენად დამოკიდებულები გავხდით ცოცახალი ორგანიზმების  მოკვლით და ჭამით, რომ მათ გრძნობებზე და ტკივილებზე აღარც კი ვფიქრობთ. ვერ ვხვდებით, რომ ამით მათ ვტკენთ და სიცოცხლეს ვუმცირებთ.

ეთ-ერთი კინოს  ყურების დროს, რომელიც  კანიბალებზეა  ჩემზე ძალიან  დიდი  შთაბეჭდილება მოახდინა ეს ყველაფერი კი აისახა ახალი წლების წინა დღეებში, როდესაც ჩვენც  ტრადიციულად ღორი უნდა დაგვეკლა. დავინახე  როგორ გათიშეს, გაატყავეს,  ხელ-ფეხი  მოაჭრეს ,შემდეგ თავი და ბოლოს  სხეულის სხვადასხვა ორგანიზმები ამოუღეს ,ეს ყველაფერი კი  ადამიანთან გავაიგივე და მათ მდგომარეობაში შევედი, ამის მერე კი გადავწყვიტე, რომ გავმხდარიყავი ვეგეტარიანელი! შემომიერთდით!  თქვენც და ერთად  მოვსპოთ ტრადიცია, სადაც  ყოველთვის ჩვენი ხელით ცოცხალი ორგანიზმები ამთავრებენ  სიცოცხლეს!

ვეგეტარიანელობაზე მოვიძიე უფრო მეტი ინფორმაცია და თუ სურვილი გაგიჩნდათ შეგიძლიათ თქვენც გაეცნოთ.
Continue reading

შემოგვიერთდით! ჩვენ ვიწყებთ ასაფეთქებლების წინააღმდეგ ბრძოლას!

შემოგვიერთდით! ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას ასაფეთქებლების წინააღმდეგ!ასაფეთქებლების გარშემო დაწყებული ალიაქოთი კვლავაც ძალაშია. წარსულის ბევრ შემთხვევას დეკემბრის დასაწყისიდან კიდევ ბევრი შეემატა და არც ერთ უწყებაში არავითარი შედეგი არ მოჰყოლია ამას – არც მაღაზიებს უთქვამთ უარი მათ გაყიდვაზე (თუნდაც ბავშვებისთვის მიყიდვაზე), არც საკანონმდებლო ორგანოში დაძრულა ეს თემა ერთი ნაბიჯით მაინც და არც იმ მშობლებს გაუმძაფრებიათ ყურადღება, ვისი შვილებიც თავისუფლად ყიდულობენ პეტარდებს და ეზოსა და ქუჩებში “ერთობიან”.
ჩვენ ვეცდებით, ჩვენი ძალებით ვიბრძოლოთ ამის წინააღმდეგ. ამ სლოგან-ფოტოებზე მოკლედ და კონკრეტულად არის ყველაფერი ის, რაც შეიძლება თქვა ამაზე. გაავრცელეთ ეს ფოტოები, გაუზიარეთ მეგობრებს და ერთად გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები – გავლენა მოვახდინოთ ამ ადამიანებზე მორალურად მაინც, თუ სამართლებრივად არაფერი არ ხდება.
ეს ბავშვები და უფროსები სწორედ ასაფეთქებლების მსხვერპლნი არიან.
არა ასაფეთქებლებს!
Continue reading

მიწისძვრა

 მიწისძვრა — ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეული დედამიწის ზედაპირის რხევა. მიწისძვრების უმრავლესობა სუსტია, ხშირად შეუმჩნეველია ადამიანებისათვის და არანაირ ზიანს არ იწვევს. ზოგი მათგანი კი იწვევს დიდ ნგრევას, რასაც ხანდახან თან ახლავს მსხვერპლი. მიწისძვრის სიძლიერე რიხტერის სკალით იზომება. მიწისძვრა ძირითადად, ტექტონიკური პროცესებით არის გამოწვეული. მიწისძვრის კერა დედამიწის წიაღის იმ უბანს წარმოადგენს, სადაც ქანებში დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი ენერგიის განტვირთვა ხდება. მიწისძვრის სიძლიერე მაგნიტუდით(ტალღების საერთო ენერგიით)და ბალებით ფასდება. ბალის სიდიდე კერის სიღრმესა და მაგნიტუდაზეა დამოკიდებული. დედამიწაზე ორი ძირითადი სეისმური სარტყელია ცნობილი: ალპურ-ჰიმალაური და წყნაროკეანური. საქართველოს ტერიტორია, როგორც კავკასიის სეისმური რეგიონის განუყოფელი ნაწილი, ალპურ-ჰიმალაურ სეისმოაქტიურ სარტყელს მიეკუთვნება. ჩვენი ქვეყნის ტერიტორია მოსალოდნელი მიწისძვრების სიძლიერით და თამდევი უარყოფითი შედეგებით, ერთ-ერთი ურთულესი რეგიონია და 7-9 ბალიანი მიწისძვრების რისკის ზონაშია მოქცეული. მიწისძვრას ხშირად თან სდევს მის მიერ პროვოცირებული სხვა სიქიური მოვლენები: ცუნამი, მეწყერი, ზვავები, ღვარცოფი, ხანძარი და სხვა.

ფაქტები
Continue reading

ბუნებაზე თქმული

***
ეწვიე მწვერვალებს და ყური მიუგდე მათ ჩურჩულს. ბუნების სიმშვიდე ჩაიღვრება შენში, ვითარცა სხივთა ნაკადი ხეში. ქარნი შთაგბერავენ საკუთარ სიხალასეს და ელჭექნი ძალას თვისას, ხოლო თანმოყოლილი დარდი და ჭმუნვა შემოგეძარცვება შემოდგომის ფოთოლთა დარად – ჯონ მიური

Continue reading